პროექტის შესახებ
ახალი საცხოვრებელი უბანი "თეთრი კვადრატი მირცხულავა" თბილისში, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე, შენდება. ესაა ეკომეგობრული კომპლექსი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სიმაღლის 10 საცხოვრებელ სახლს, ვრცელ შიდა ეზოს, გამწვანებულ პარკებს, სპორტულ მოედანსა და ავტოსადგომს. პროექტს აქვს იდეალური მდებარეობა სატრანსპორტო კუთხით, თუმცა სახლები დაპროექტებულია ისე, რომ ბინამდე ქალაქის ხმაური არ შემოაღწევს.
თითოეულ ბინაში ასევე იქნება რუხი ფერის ორმაგი მინა-პაკეტის დაბალემისიური კარ-ფანჯარა, რაც დამატებით ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს.
ბინა ჩაგბარდებათ თეთრი რემონტით.