News

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „თეთრი კვადრატი“ და „ბიქეი ქონსთრაქშენი“ გაწევრიანდნენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „თეთრი კვადრატი“ და „ბიქეი ქონსთრაქშენი“ გაწევრიანდნენ

ბიქეი ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი და დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები გახდნენ.

 

ბიქეი ჰოლდინგი ტრადიციებზე დაფუძნებული, 30 წლიანი გამოცდილების მქონე ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს, დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“, სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს. გარდა ამისა, ბიქეი ჰოლდინგმა განახორციელა ინვესტიცია და ფლობს წილს ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკის,  YTONG-ის,  მწარმოებელ ქარხანაში.


ბიქეი ქონსთრაქშენს ზურგს უმაგრებს ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
30 წლიანი ოპერირების განმავლობაში, ბიქეი ქონსთრაქშენმა წარმატებით განახორციელა 30-მდე სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულისა პროექტი, მათ შორისაა სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, ბიზნეს ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები და სხვა - რაც ჯამში გულისხმობს აშენებულ 500 000 კვ. მ-ს.

 

კომპანიის პორტფელში ერთიანდება ისეთი პროექტები, როგორიცაა სასტუმრო რედისონ წინანდალი, სასტუმრო პარკ ინი წინანდალში, სასტუმრო მოქსი, სასტუმრო რამადა ენკორი, სასტუმრო რამადა თბილისი, სასტუმრო გუდაური ლოჯი, სასტუმრო იბისი, დეველოპერული კომპანიების m² -ის და „არქის“ არაერთი საცხოვრებელი კომპლექსი, „თბილისი გარდენსის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და სხვა.

 

ოპერირების განმავლობაში ბიქეი ქონსთრაქშენი ცდილობს დაამკვიდროს მშენებლობის უმაღლესი სტანდარტები ქართულ ბაზარზე და მხოლოდ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიას გააჩნია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის საკმარისი გამოცდილება და რესურსები, რაც იწვევს პარტნიორების მხრიდან ნდობას.

 

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მიმდინარე პროექტია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები შარტავას ქუჩაზე, რომლის მშენებლობას ასევე ბიქეი ქონსთრაქშენი ახორციელებს.

„თეთრი კვადრატი“ მოქნილი, მომხმარებელზე მორგებული ბრენდია, რომლის უკან კომპანიის მენეჯმენტის 11  წლიანი  გამოცდილება დგას დეველოპერულ სექტორში.

 

„მივესალმებით სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ერთ-ერთ წამყვან კომპანიებს „ბიქეი ქონსთრაქშენსა“ და „თეთრ კვადრატს“. აღსანიშნავია, რომ ამ სამშენებლო კომპანიების მთავარი სამიზნე არის ხარისხი და მშენებლობის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიები წევრიანდებიან, რაც ბიზნეს კლიმატისა და გარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად ეფექტიანი იქნება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც განაპირობა კოვიდ პანდემიამ და იმ ომმა, რომელმაც მთლიანად შეძრა მსოფლიოს ეკონომიკური სისტემა.

 

მიუხედავად გაუთვალისწინებელი გარემოებებისა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად არის წევრი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით გადალახოს წარმოქმნილი გამოწვევები და მაქსიმალური წვლილი შეიტანოს, როგორც ბიზნეს სექტორის ინტერესების დაცვაში, ასევე ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

23.03.2022

- / 0 Floor

Apartment -

    Order a call

    Thanks for contacting. We’ll call you back soon!