სიახლეები

„თეთრმა კვადრატმა“ ყაზბეგის #29/22-ში გაყიდვების ახალი სივრცე გახსნა

„თეთრმა კვადრატმა“ ყაზბეგის #29/22-ში გაყიდვების ახალი სივრცე გახსნა

30 მაისს, დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ალ. ყაზბეგის #29/22-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა.


გაყიდვების ოფისის დიზაინი ისე შემუშავდა, რომ ამ სივრცეში მოსულ სტუმრებს და „თეთრი კვადრატის“ მომავალ მობინადრეებს საქმიანთან ერთად, მყუდრო და თბილი გარემო დახვდებათ.


„ახალი სივრცე ახალი შესაძლებლობაა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის. ვეცადეთ რომ ახალი ოფისისთვის ისეთი ადგილმდებარეობა შეგვერჩია, რომელიც კომფორტული იქნებოდა მოსასვლელად და ჩვენს მომავალ მობინადრეებს არ ექნებოდათ ბარიერი მათთვის სასურველი ბინის შერჩევისა და შეძენისას.


ჩვენი მიზანია, ჩვენს მობინადრეებს შევუქმნათ რაც შეიძლება კომფორტული გარემო და ამასთან ერთად შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება და გადაწყვეტილებები, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება როგორიც უძრავი ქონების შეძენაა.“ განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა.


„ჩვენს ახალ სივრცეში ძალიან თბილი, მყუდრო და კომფორტული გარემო შევქმენით. რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ამ სივრცეში მუშაობენ, ასევე ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის, რომლებიც გვსტუმრობენ ახალ ოფისში.


თავიდანვე, ინტერიერის დიზაინის კონცეფცია ისეთი იყო, რომ ამ სივრცეში მოხვედრილ ნებისმიერ ადამიანს თავი მშვიდ და კომფორტულ გარემოში ეგრძნო თავი. ისე როგორც საკუთარ სახლში. რაც კიდევ უფრო გაუადვილებს ადამიანს მშვიდად მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც სახლის შეძენაა.


ახალი სივრცის ინტერიერის დიზაინზე ჩვენმა დიზაინ მენეჯერებმა იმუშავეს, რომლებიც ასევე ჩართულები არიან ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის ბინების დაგეგმარებაში, მათთვის ინტერიერის დიზაინის შემუშავებაში და ჩვენი სხვა სივრცეების მოწყობაში“ - ამბობს შორენა დარჩიაშვილი, „თეთრი კვადრატის“ გენერალური დირექტორი.


გაყიდვების ოფისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე, ხოლო შაბათს 10-დან 16 საათამდე იმუშავებს.


ხოლო ჩვენი დისტანციური არხებით ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ყოველ დღე. ორშაბათიდან-პარასკევამდე 10-დან 19 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 10-დან 16 საათამდე. 

31.05.2022

ზარის შეკვეთა

მადლობა რომ დაგვიკავშირდით, ჩვენ მალე დაგირეკავთ!