ბინა ბარდება თეთრი კარკასის ან სრული რემონტის მდგომარეობაში;
„თეთრი კვადრატის“ ყველა მობინადრეს საჩუქრად გადაეცემა, ინდივიდუალურად მათ ხასიათზე და საჭიროებებზე მორგებული, ბინის ინტერიერის დიზაინი; ბინის მფლობელები გაწევრიანდებიან „თეთრი კვადრატის მობინადრეთა კლუბში“ და მიიღებს 50%- მდე
ფასდაკლებას სარემონტო მასალების, ტექნიკის, ავეჯის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებში.
პროექტის დასრულების შემდეგ, „თეთრი კვადრატი“ უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლა-პატრონობის ორგანიზებას.
მინიმალური ფართის საცხოვრებელი ბინები პროექტში 32 კვ. მ.-დან იწყება. ერთი საძინებლით ბინების არჩევანი კი 44 კვ.მ-დან
საცხოვრებელი სახლის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული: ახალი ოჯახებისთვის, გასაქირავებლად, სტუდენტებისთვის თუ დიდი ოჯახებისთვის.
სახლების გარე და შიდა კედლები შესრულებულია თანამედროვე, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თბო და ხმის იზოლაციას.
პროექტს აშენებს 30 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია „ბიქეი
ქონსთრაქშენი“