"თეთრი კვადრატის" აქციები ემიგრანტებისთვის

შეიძინე ბინა თბილისში შენზე მორგებული პირობებით

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას?

  • ბინის შერჩევის დროს ოპტიმალური ლოკაციის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსარებია. ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად პრაქტიკული გარემო გექნებათ გარშემო. მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ხაზის ხელმისაწვდომობა, რამდენად პრაქტიკულია ტრანსპორტით გადაადგილება თქვენი სახლიდან ქალაქის სხვა უბნებში. აგრეთვე მთავარი კრიტერიუმი არის, რომ საბავშვო ბაღები, სკოლები, მაღაზიები, სპორტ დარბაზები, საფოსტო ოფისები, აფთიაქები და ბანკები იყოს განთავსებული საცხოვრებელ სახლთან უმოკლესს მანძილზე. ასევე უნდა შეაფასოთ ტერიტორიის განვითარების პერსპექტივები, რამდენად განვითარებადია თქვენს მიერ შერჩეული უბანი, რა უპირატესობები გეკუთვნით ამ უბნის არჩევის შემთხვევაში და რამდენად მოსახერხებელი იქნება სამომავლოდ.

  • ადამიანები ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელთაგან ზოგიერთი შედარებით მარტივი, ხოლო ზოგიერთი შედარებით რთულია. ბინის ყიდვა ის გადაწყვეტილებაა რომლისთვისაც ჩვენ განსაკუთრებით დიდი დრო გვჭირდება, რათა ამ დროში სწორად განვსაზღვროთ სასურველი მახასიათებლები და შესაბამისი ბიუჯეტი. კონკრეტული საცხოვრებელი პროექტი უფრო მიმზიდველია, როდესაც დეველოპერი მრავალფეროვან გადახდის პირობებს გვთავაზობს. მნიშვნელოვანია რომ გადახდის პირობების ჩამონათვალში, სულ მცირე, გვხვდებოდეს ერთიანი გადახდა, შიდა და გარე განვადება. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ სააქციო შეთავაზებებს.

  • მას შემდეგ რაც სასურველ ლოკაციას შეარჩევთ, დრო დგება დეტალურად გაეცნოთ შერჩეული პროექტის მახასიათებლებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. პროექტის მახასიათებლებში მოიაზრება ისეთი ფაქტორები როგორებიცაა: პროექტის დასრულების ვადა, სამშენებლო კომპანია და მისი გამოცდილება, სამშენებლო მასალა, სართულების და ბინების დაგეგმარება, მიწისქვეშა ავტოსადგომი, ჩაბარების პირობები და ა.შ. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, აუცილებელია რომ დეტალურად გაეცნოთ თითოეულ მახასიათებელს და დარწმუნდეთ რომ ეს ის არის რაც თქვენ გჭრიდებათ.

  • დღესდღეობით ჩვენ გვხვდება ბინის ჩაბარების 3 ძირითადი მდგომარეობა, ჩაბარება შავი კარკასით, თეთრი კარკასით ან რემონტით. რიგ შემთხვევებში გვხვდება განსხვავებული დასახელებები და ჩაბარების მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია აღნიშნული ძირითადი მდგომარეობის შერწყმით. მიუხედავად იმისა, თუ ბინის რომელ მდგომარეობას აირჩევთ, აუცილებელია რომ თითოეული მათგანი მკაფიოდ იყოს განმარტებული ხელშეკრულებაში და დეტალურად იყოს აღწერილი თუ რა მოიაზრება კონკრეტულ შეთანხმებაში. მნიშვნელოვანია, როდესაც დეველოპერი გთავაზობთ რემონტით ჩაბარების შესაძლებლობას, რითიც თქვენ შეძლებთ დაზოგოთ საკუთარი დრო და რესურსები.

  • დეველოპერის გამოცდილება, რეპუტაცია და საიმედოობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალ კორპუსში ბინის არჩევისას. არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ აქვს თუ არა დეველოპერს საბანკო აკრედიტაცია. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაწყვეტთ ბინის აღებას იპოთეკით. გარდა ამისა, აუცილებლად გამოიკითხეთ რომელ სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობს კონკრეტული დეველოპერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ დარწმუნდეთ სანდოობაში.

რას გთავაზობს “თეთრი კვადრატი”?

  • ლოკაცია

    ლოკაცია

    "თეთრი კვადრატის" შარტავას პროექტი საბურთალოს ცენტრში, შარტავას ქ.43-ში მდებარეობს. ის 2 წუთის სავალზეა ჟვანიასა და სააკაძის მოედნებიდან, ახლოსაა ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირებთან და ტექნიკური და სამედიცინო მეტროების სადგურებთან. შესაბამისად, ეს ლოკაცია იდეალურია დიდი და მცირე ოჯახებისთვის, საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ.

  • გადახდის შენზე მორგებული პირობები

    გადახდის შენზე მორგებული პირობები

    "თეთრი კვადრატი" ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს ემიგრანტების სურვილს, ფლობდნენ საკუთარ სახლს სამშობლოში და სთავაზობს მათ მათზე მორგებულ გადახდის პირობებს - სპეციალურ განვადებისა თუ ერთიანი გადახდის აქციებს.

  • დანაზოგი კომუნალურებზე

    დანაზოგი კომუნალურებზე

    "თეთრი კვადრატის" შარტავას პროექტი შენდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებით - YTONG-ის დათბუნებული ბლოკით, რომელიც დაგეხმარებათ კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვნად დაზოგვაში. სახლებში დაყენებული ალუმინის კარ-ფანჯარაც ენერგოეფექტურია. პროექტს აქვს შიდა ეზო და როგორც დახურული, ასევე ღია პარკინგი.

  • საჩუქრები ბინის სარემონტოდ

    საჩუქრები ბინის სარემონტოდ

    "თეთრი კვადრატის" ყველა მობინადრეს კომპანიისგან საჩუქრად გადაეცემა ინდივიდუალურად მის საჭიროებებზე მორგებული ინტერიერის დიზაინი და 50%-მდე ფასდაკლება სარემონტო მასალების, ტექნიკის, ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებში.

  • გამოცდილი დეველოპერი

    გამოცდილი დეველოპერი

    "თეთრი კვადრატი" BK Holding-ის წევრი დეველოპერული კომპანიაა და შარტავას პროექტის სამუშაოებს BK Construction ახორციელებს. BK Construction 28 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც უთანამშრომლია “m2”-ის, "არქი"-ის, "თბილისი გარდენს"-ის და სხვა არაერთი დეველოპერული კომპანიის მრავალ პროექტზე როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა წერტილებში. "თეთრი კვადრატის" შარტავას პროექტის მშენებლობა დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ და უკვე გაყიდულია ბინების 50%-ზე მეტი.

მშენებლობის პროგრესი

დავასრულეთ მე-5 სართულის გადახურვის ფილის მოწყობა თაუერის ნაწილზე

პარალელურად ვიმუშავეთ თაუერის მე-2 ნაწილზე. ამჟამად მიმდინარეობს მე-3 სართულის

გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები. მალე თაუერის მე-2 ნაწილი გაუსწორდება პირველი ნაწილის ნიშნულს, ანუ მე-5 სართულს

უკვე დავასრულეთ ობიექტზე მე-2 კოშკურა ამწის მონტაჟი. იგი გამართულად, სრული დატვირთვით მუშაობს. რაც ნიშნავს, რომ მშენებლობის პროგრესი კიდევ უფრო სწრაფი იქნება

როგორ შეიძინოთ ბინა თეთრ კვადრატში?

  • შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი გადახდის პირობა და დაგვიტოვეთ საკონტაქტო

  • ჩვენი გაყიდვების მენეჯერი დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ ბინის შერჩევაში

  • შეათანხმეთ კონტრაქტის საბოლოო დეტალები და გახდით ბინის მფლობელი შარტავას პროექტში

ან შეავსე ფორმა ქვევით

დაგვიტოვე საკონტაქტო

Спасибо, что связались с нами!

Заказать звонок

Спасибо, что связались с нами. Мы вам скоро позвоним!