ჩვენს შესახებ
დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგის“ ნაწილია - ეკოსისტემის, რომელიც აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენსა“ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს.
„ბიქეი ქონსთრაქშენი“ უკვე 30 წელზე მეტია ქმნის საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და გამორჩეულ პროექტებს. კომპანიის პორტფოლიოშია საცხოვრებელი კომპლექსები, საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები და მრავალფუნქციური შენობები, რომლებიც სამშენებლო ხარისხის მაღალ სტანდარტს განსაზღვრავს.
სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების, ინოვაციური ხედვისა და პროფესიული ცოდნის საფუძველზე ჩამოყალიბდა „თეთრი კვადრატი“ - დეველოპერული კომპანია, რომელიც არ აშენებს მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებს, არამედ ქმნის ახალ, კონცეპტუალურად განსხვავებულ უბნის კონცეფციებს, სადაც მთავარ ღირებულებას ადამიანზე და მის ყოველდღიურ კომფორტზე მორგებული გარემო წარმოადგენს.
ჩვენი მიდგომა სცდება მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას და ორიენტირებულია სრულფასოვან ეკოსისტემაზე, რომელიც მოიცავს კომფორტული ცხოვრებისთვის გათვლილ აუცილებელ ყველა დეტალს.
„თეთრი კვადრატისთვის“ ყველა პროექტი ერთი დიდი იდეის გარშემო ერთიანდება - შევქმნათ გარემო, სადაც ახალი დასაწყისი რეალურ გამოცდილებად იქცევა.
დღეს , „თეთრი კვადრატი“ არაერთ წარმატებულ და მიმდინარე პროექტს აერთიანებს თბილისსა და ქუთაისში. თითოეული მათგანის განსხვავებული კონცეფციის მიუხედავად, საერთო ღირებულებები უცვლელია - ხარისხი, სანდოობა, თანამედროვე არქიტექტურა და ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო.
კომპანიის მენეჯმენტი
ჩვენი პარტნიორები
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდება