"Family Day" - თეთრი კვადრატისგან
შენი ახალი სახლი, სამეზობლო, ისტორია – „თეთრი კვადრატის“ ახალი დასაწყისი
სახლის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და გარდამტეხი მომენტია. ეს ჩვენი მომავლის სრულიად ახალი თავის გადაშლაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი მაღალი ხარისხის დეველოპერული პროექტის შექმნასთან ერთად, სამეზობლო კულტურისს, ძლიერ თემისა და ახალი ყოველდღიური გამოცდილებების ჩამოყალიბებაა.
წლების განმავლობაში ვქმნიდით პროექტებს, სადაც ადამიანებს საცხოვრებელ სივრცესთან ერთად ხვდებათ ისეთი გარემოც, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტები აერთიანებს რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, საბავშვო ბაღს, სკოლასა და სხვა სერვისებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. „ახალი დასაწყისი“ ამ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელებაა. ეს არის დაპირება, რომ „თეთრი კვადრატი“ მომხმარებელს არა მხოლოდ ბინას, არამედ ახალ გამოცდილებას, ახალ ურთიერთობებსა და ადამიანებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს.
Family Day სწორედ ამ კონცეფციის მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო. გვინდოდა, სხვადასხვა პროექტის მობინადრეებს ერთმანეთი არაფორმალურ გარემოში გაეცნოთ და საერთო გამოცდილება შეექმნათ. კიკეთის ფერმაში 450-ზე მეტ მობინადრესა და მათ ოჯახებს ვუმასპინძლეთ. მთელი დღის განმავლობაში, გაიმართა როგორც საბავშვო, ისე გასართობი და მუსიკალური აქტივობები, თუმცა ამ დღის მთავარი ღირებულება ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება იყო. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები ერთჯერადი აქტივობა არ არის, პირიქით, ეს გრძელვადიანი ურთიერთობის ნაწილია. გვინდა, რომ ჩვენს პროექტებში ადამიანები სიამოვნებას იღებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობით, კომუნიკაციითა თუ მხარდაჭერით.