ქეთო ჩახვაშვილი - „თეთრი კვადრატის“ მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდა სპორტსმენი
ქეთო ჩახვაშვილი - საქართველოს 12-წლამდე ნაკრების პირველი ჩოგანია.
ქეთო „თეთრი კვადრატის“ მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელიც წარმატებით ასპარეზობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მის ანგარიშზე არის საქართველოს ასაკობრივი პირველობა, Tennis Europe-ის საერთაშორისო ტურნირები და გამარჯვება მაიორკაში, რაფა ნადალის აკადემიაში.
ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა „თეთრი კვადრატის“ სტრატეგიული პრიორიტეტია. გვჯერა, რომ ახალი თაობის გვერდით დგომით წარმატებული მომავლის მყარ საფუძველს ვქმნით.
ვგულშემატკივრობთ ქეთოს მომავალ შეჯიბრებებში!