LOPOTA CUP 2026 X TETRI KVADRATI
„თეთრი კვადრატი“ LOPOTA CUP 2026-ის გენერალური სპონსორია
15-18 ოქტომბერს, ლოპოტა სპა რეზორტმა ჩოგბურთის ყოველწლიურ სამოყვარულო ტურნირს, LOPOTA CUP 2026-ს უმასპინძლა.
ტურნირი ყოველწლიურად 100-ზე მეტ მოყვარულ ჩოგბურთელს აერთიანებს და ჩოგბურთის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას ემსახურება.
„თეთრი კვადრატი“ წელს ტურნირს გენერალური სპონსორის სტატუსით შეუერთდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც სპორტის განვითარებას, აქტიურ ცხოვრებასა და ადამიანების გაერთიანებას უწყობს ხელს.