საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ საიტზე დასაბრუნებლად დააჭირე აქ

 თეთრი კვადრატის ახალი დასაწყისი
სიახლე30/03/2026

თეთრი კვადრატის ახალი დასაწყისი

30 მარტს "თეთრი კვადრატის" ახალი ვიზუალური იდენტობისა და სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

კომპანიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2021-2026 წლებში განვლილი გზა, კიდევ ერთხელ შეაჯამა და განახლებული სტრატეგია – „თეთრი კვადრატის ახალი დასაწყისი” გააცნო.

ეს განახლება არ არის მხოლოდ ვიზუალური ცვლილება, ეს არის ახალი შიდა სტანდარტების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს: მეტად გამჭვირვალე პროცესებს, ძლიერ ფინანსური მართვის მოდელს და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას.

ამით თეთრი კვადრატი იწყებს ახალ ეტაპს, სადაც პროექტები უფრო მასშტაბურია, გარემო უფრო სრულყოფილი და პასუხისმგებლობა – კიდევ უფრო დიდი.

სწორედ ეს არის თეთრი კვადრატის ახალი დასაწყისი.