საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ საიტზე დასაბრუნებლად დააჭირე აქ

თეთრი კვადრატი - შეხვდი ახალ დასაწყისს
ბლოგი23/10/2026

თეთრი კვადრატი - შეხვდი ახალ დასაწყისს

ცვლილება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც წარმოსახვაში იბადება და რეალობად მხოლოდ შემდეგ იქცევა. აი, სწორედ ამ უნივერსალურ ფენომენს ეფუძნება დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ ახალი კამპანია. კომპანიის საკომუნიკაციო გზავნილია „შეხვდი ახალ დასაწყისს“ – კონცეფცია, რომელიც ბინის შეძენას წარმოაჩენს არა უბრალოდ ყოფით გადაწყვეტილებად, არამედ პიროვნული ტრანსფორმაციის და ახალი ეტაპის დადგომის სიმბოლოდ.

ბრენდის ფილოსოფია: ცვლილებების სურვილი, როგორც მთავარი მამოძრავებელი

„თეთრი კვადრატი“ იდენტობას ახალი დასაწყისისკენ სწრაფვის მუდმივ ღირებულებაზე აფუძნებს. კომპანიაში ხვდებიან, რომ სიახლეებისკენ სწრაფვა უნივერსალური სურვილია, რომელიც ადამიანს ცვლილებებისკენ უბიძგებს.

„გვჯერა, რომ ცვლილება იწყება არა უშუალოდ ახალ სახლში გადასვლით, არამედ იმ წამიდან, როდესაც ცვლილებაზე პირველად გაიფიქრებ. ახალი სტრატეგიული პლატფორმის მიზანია ვაჩვენოთ, რომ ვქმნით არა საცხოვრებელს, არამედ სივრცეს, სადაც ადამიანების გონებაში გაჩენილი იდეები და სურვილები რეალობად იქცევა. ეს არის დაპირება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის, საკუთარ თავსა და გარემოში ახალი ფურცელი გადაშალოს“, – აღნიშნავს „თეთრი კვადრატის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თინა ხაფავა.

კამპანიის ცენტრალური ნაწილი ემოციური ვიდეორგოლია, რომელიც მაყურებელს მთავარი პერსონაჟის შინაგან მოგზაურობაში ამოგზაურებს და მის ფიქრს აჩვენებს, პირველი იდეიდან რეალობად ქცევამდე. პროტაგონისტი ერთდროულად აწმყოში და წარსულში ჩანს და ეს ორი ხაზი ერთმანეთს მიზეზშედეგობრივად და სიმბოლურად უკავშირდება. კუბის ფორმის გასაღების საკიდი, ზებრა-გადასასვლელის თეთრი კვადრატები, ქუჩაში დანახული სავარძელი, ვარდისფერი ღრუბელი ცაზე და მანქანის რადიოში გაჟღერებული მელოდია – ყველაფერი ეს, მომავალში, ახალი სახლის ინტერიერად გადაიქცევა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა აბსტრაქტული განცდის კინემატოგრაფიულ ენაზე თარგმნა იყო. როდესაც შინაგანად ცვლილებისთვის მზად ხარ, სამყაროში უმნიშვნელო დეტალებიც მნიშვნელობას იძენს და სწორ გზაზე მიგანიშნებს. ვიდეოს გმირიც სწორედ ამ გზას გადის“, – აღნიშნავს თინა ხაფავა.

ეს კამპანია არ არის „თეთრი კვადრატის“ ერთჯერადი აქტივობა. ეს გრძელვადიანი საკომუნიკაციო ხაზის დასაწყისია.