საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ საიტზე დასაბრუნებლად დააჭირე აქ

თეთრი კვადრატი შატო ბუერას რთველის ფესტივალის მხარდამჭერია
სიახლე30/09/2026

თეთრი კვადრატი შატო ბუერას რთველის ფესტივალის მხარდამჭერია

27 სექტემბერს, ლოპოტაზე, შატო ბუერას ტრადიციული რთველის ფესტივალი გაიმართა, რომლის მხარდამჭერიც წელს თეთრი კვადრატი იყო.

ღონისძიებამ სტუმრებს ქართული რთველისა და მეღვინეობის ტრადიციების გაცნობისა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია, სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს შატო ბუერას ვენახებში ყურძნის კრეფასა და ტრადიციულ საწნახელში დაწურვაში, ასევე ჩურჩხელის ამოვლებასა და ხინკლის მომზადებაში.

ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავდა ქართული სამზარეულოს კერძების დეგუსტაციას, შემოდგომის კომპოზიციის ვორკშოპს და ბავშვებისთვის სპეციალურად შექმნილ შემეცნებით აქტივობებს. საღამოს სტუმრებს ცოცხალი მუსიკალური პროგრამა და კონცერტები ელოდათ.

თეთრი კვადრატისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ახალ თაობებს აცნობს, ადამიანებს აერთიანებს და საერთო გამოცდილების შექმნას უწყობს ხელს.