საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ საიტზე დასაბრუნებლად დააჭირე აქ

 თეთრი კვადრატი X გურჯაანის ღვინის ფესტივალი
ბლოგი19/10/2026

თეთრი კვადრატი X გურჯაანის ღვინის ფესტივალი

10 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2026 გაიმართა, რომელმაც წელს დაარსებიდან მე-10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ფესტივალის მთავარი გზავნილი - „თანამედროვე მემკვიდრეობა“ - ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს ეძღვნებოდა.

ფესტივალმა სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების აღმოჩენის, სხვადასხვა მეღვინის პროდუქციის დაგემოვნებისა და ღვინის მასტერკლასებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ღონისძიების სტუმრებს ასევე დახვდათ ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები, ქართული გასტრონომია, ტრადიციული ფოლკლორული წარმოდგენები და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, რომლებმაც ფესტივალს განსაკუთრებული განწყობა შესძინა.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო „თეთრი კვადრატი“. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებასა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება.

„თეთრი კვადრატისთვის“ ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა ნიშნავს წვლილის შეტანას იმ ღირებულებების გაძლიერებაში, რომლებიც საქართველოს ისტორიას, კულტურასა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს.