სიახლეები

თეთრი კვადრატი საკალათბურთო კლუბ “ქუთაისის” ოფიციალური პარტნიორია!

თეთრი კვადრატსა და საკალათბურთო კლუბ “ქუთაისს” შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც გულისხმობს იმას, რომ კლუბს დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატის სახით დიდი გულშემატკივარი და სპონსორი ეყოლება.

Თეთრი კვადრატი როგორც უმაღლესი ლიგის გუნდის, ასევე ახალგაზრდული გუნდის პარტნიორიც იქნება.

როგორც კლუბში აცხადებენ, სპორტულ წარმატებას ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება. ეს პარტნიორობა კი დადებითად აისახება სპორტსმენების მოტივაციასა და შედეგებზე.

თეთრი კვადრატის გენერალური დირექტორი, შორენა დარჩიაშვილი ამბობს: “მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კალათბურთის, როგორც წარმატებული სპორტის განვითარებას. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. მოვუწოდებთ ქუთაისსა და ქუთაისელებს, უგულშემატკივრონ თავიანთ საკალათბურთო გუნდს”.


თეთრი კვადრატი აფართოებს არეალს. „თეთრი კვადრატი ქუთაისში” - ახალი საცხოვრებელი სახლი ქალაქ ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე შენდება. 15-სართულიანი კორპუსი 307 საცხოვრებელ ბინასა და სხვადასხვა ტიპის კომერციულ ფართებს აერთიანებს. მშენებლობა 2026 წლის აპრილში დასრულდება. 

 

20.03.2024
ზარის შეკვეთა