სიახლეები

ქუთაისის საკალათბურთო გუნდი, რომლის გენერალური სპონსორი დეველოპერული კომპანია ,,თეთრი კვადრატია” სუპერლიგის გამარჯვებული გახდა!

ქუთაისის საკალათბურთო გუნდი, რომლის გენერალური სპონსორი დეველოპერული კომპანია ,,თეთრი კვადრატია” სუპერლიგის გამარჯვებული გახდა!

 

4 ივლისს სასტუმრო ,,სტამბაში” გამარჯვების აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა, სადაც ,, თეთრმა კვადრატმა “ საკალათბურთო კლუბ “ქუთაისი 2010”-ს საჩუქრად,  ფულად ჯილდო, 110, 000 ლარი  გადასცა. 

 

,,ჩვენთვის დიდი პატივია სუპერ ლიგის ჩემპიონ კლუბთან მეგობრობა. 

 

ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთსპორტსმენების განვითარებას.

 

 

და მიხარია რომ ჩვენი წვლილი შედეგიანი აღმოჩნდა ქუთაისის კლუბისთვის და სეზონი დიდი წარმატებით დახურეს. 

 

 

ჩვენთვის ქუთაისი განსაკუთრებული ქალაქია, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ დეველოპერული პროექტი ქუთაისში და გვინდა წვლილი შევიტანოთ ამ ქალაქში კალათბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.

 

გვჯერა, რომ აღნიშნული პარტნიორობა არაერთ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, იაროს წინ - განაცხადა ,, თეთრი კვადრატის” გენერალურმა დირექტორმა, შორენა დარჩიაშვილმა 

 

 

 

04.07.2024
ზარის შეკვეთა