პროექტის აღწერა
„თეთრი კვადრატი შარტავაზე“ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და მოთხოვნად უბანში -საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს.
პროექტის გამორჩეული მდებარეობა იდეალურ გარემოს ქმნის მათთვის, ვინც აფასებს ქალაქის აქტიურ რიტმს, კომფორტულ გადაადგილებასა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვეს. ამავდროულად, პროექტი საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს მათთვის, ვინც უძრავ ქონებას საინვესტიციო მიზნით ირჩევს.
საცხოვრებელი სივრცეები შექმნილია განსხვავებული ცხოვრების სტილის გათვალისწინებით - როგორც პატარა ოჯახებისთვის, ისე დიდი ოჯახებისთვის, სტუდენტებისთვისა და ინვესტორებისთვის.
ბინების მოცულობა 62 კვ.მ-დან იწყება და მობინადრეებს კომფორტული და ფუნქციური დაგეგმარების შესაძლებლობას სთავაზობს.
კომპლექსი აღჭურვილია სარეზერვო გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული სისტემების უწყვეტ მუშაობას, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, ლიფტების, სასმელი წყლის ტუმბოების, პარკინგის, საერთო სივრცეებისა და ეზოს ავარიული და საევაკუაციო განათების ფუნქციონირებას.
პროექტში გათვალისწინებულია მობინადრეების კომფორტზე ორიენტირებული საპარკინგე სივრცეები - როგორც ღია საერთო სარგებლობის ავტოსადგომები, ასევე დახურული პარკინგი.
მნიშვნელოვანია, კომპლექსის ენერგოეფექტურობასა და საცხოვრებელი გარემოს ხარისხი - გარე და შიდა კედლები შესრულებულია თბოსაიზოლაციო თვისებების მქონე ბლოკით, რომელიც ხელს უწყობს ოთახებში ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ხმის იზოლაციას.
ენერგოეფექტურობის მიმართულებას აძლიერებს ალუმინის ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯრები, რომლებიც ქმნის უფრო კომფორტულ, მშვიდ და ეკონომიურ საცხოვრებელ გარემოს.
პროექტის ლოკაცია
დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდება