სართული 1
ყველა ბინა გაყიდულია
სართული 2
ყველა ბინა გაყიდულია
სართული 3
ყველა ბინა გაყიდულია
სართული 4
ყველა ბინა გაყიდულია
სართული 5
ყველა ბინა გაყიდულია
სართული 6
ყველა ბინა გაყიდულია
პროექტის აღწერა
ფილიგრინი - თეთრი კვადრატის ექსკლუზიური, 80-ბინიანი დასრულებული პრემიალური პროქტია საბურთალოზე- გიორგი დანელიას ქუჩაზე.
ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის დინამიკა ბუნების სიმშვიდეს ხვდება. ადგილი, რომელიც ყოველდღიური რიტმის შემდეგ მობინადრის სიმყუდროვესა და ჰარმონიულ ცხოვრებასთან დაბრუნების შესაძლებლობას ქმნის.
ფილიგრინი შეიქმნა მათთვის, ვინც სახლს მხოლოდ საცხოვრებლად არ აღიქვამს. აქ ყოველი დეტალი გათვლილია რათა ყოველდღიური ცხოვრება უფრო მშვიდი, ხარისხიანი და კომფორტული გახდეს.
პროექტში საცხოვრებელი ფართი 67 კვ.მ -დან იწყება და ბინების გეგმარება სხვადასხვა ცხოვრების სტილსა და საჭიროებაზეა მორგებული - ახალი ოჯახებისთვის, საინვესტიციოდ, გასაქირავებლად თუ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
ფილიგრინის პროექტი თანამედროვე ენერგოეფექტური სტანდარტების შესაბამისად აშენდა რაც უზრუნველყოფს მეტ კომფორტსა და ენერგიის ეფექტურ გამოყენებას.
პროექტი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემებითა და გენერატორით, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც უზრუნველყოფს ლიფტების, სახანძრო სისტემების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და საევაკუაციო განათების უწყვეტ მუშაობას.
მშენებლობის პროცესში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებია გამოყენებული ,გარე და შიდა კედლები შესრულებულია ენერგოეფექტური YTONG-ის ბლოკით, რომელიც გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციითა და ეფექტური ხმის იზოლაციით, რაც მობინადრეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებას დამატებით კომფორტსა და ღირებულებას სძენს.
ალუმინის ორმაგი მინაპაკეტის კარ-ფანჯარა კი უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას, ამცირებს ენერგოდანაკარგს და ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს წლის ნებისმიერ სეზონზე.
პროექტის ლოკაცია
დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდება