პროექტის აღწერა
„თეთრი კვადრატი ქავთარაძეზე“ თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში - საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს.
17-სართულიანი კომპლექსი აერთიანებს 137 ბინას, ასევე სხვადასხვა ტიპის კომერციულ და საოფისე ფართებს.
მდებარეობა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის. განვითარებული ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტებთან სიახლოვე კომპლექსს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც ბინის შეძენას საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ გეგმავს.
კომპლექსში მოხვედრა შესაძლებელია როგორც ქავთარაძის ქუჩიდან, ისე უნივერსიტეტის ქუჩიდან, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
ბინების მრავალფეროვანი დაგეგმარება სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული ახალი ოჯახებისთვის, სტუდენტებისთვის, დიდი ოჯახებისა და ინვესტორებისთვის.
კომპლექსი აღჭურვილია სარეზერვო გენერატორით, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში უზრუნველყოფს:
სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მუშაობას;
სასმელი წყლის ტუმბოების ფუნქციონირებას;
ლიფტების მუშაობას;
პარკინგის, სადარბაზოების, საერთო სივრცეებისა და შიდა ეზოს ავარიულ და საევაკუაციო განათებას.
პროექტის ლოკაცია
დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდება