პროექტის აღწერა
„თეთრი კვადრატი ვარკეთილში“ თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა.
კომპლექსის ირგვლივ სრულად განვითარებული ინფრასტრუქტურაა - ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ობიექტი დასხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტროსადგური „ვარკეთილი“ საცხოვრებელი სახლიდან ფეხით მხოლოდ 6 წუთის სავალზე მდებარეობს, რაც ყოველდღიურ გადაადგილებას სწრაფსა და კომფორტულს ხდის.
10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და აერთიანებს სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ ბინებს - ახალი ოჯახებისთვის, დიდი ოჯახებისთვის, სტუდენტებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც ბინის შეძენას გასაქირავებლად გეგმავენ.
კომპლექსი აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო სისტემებით, მათ შორის:
თანამედროვე ლიფტებით;
სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით;
სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საერთო ინფრასტრუქტურით.
პროექტის ლოკაცია
დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდება