პროექტის აღწერა
„თეთრი კვადრატი ვარკეთილი II“ თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც უბნის ერთ-ერთ ხელსაყრელ ლოკაციაზე მდებარეობს.
კომპლექსის ირგვლივ სრულად განვითარებული ინფრასტრუქტურაა - მარტივად ხელმისაწვდომია ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ობიექტები და ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მეტროსადგური „ვარკეთილი“ საცხოვრებელი კომპლექსიდან ფეხით დაახლოებით 10 წუთის სავალზე მდებარეობს.
10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აერთიანებს 95 ბინასა და კომერციულ ფართებს. შენობაში ფუნქციონირებს ორი თანამედროვე ლიფტი და ორი კიბის უჯრედი, რაც მობინადრეებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს ქმნის.
კომპლექსში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპისა და დაგეგმარების ბინები, რომლებიც მორგებულია როგორც პატარა და დიდი ოჯახების, ისე სტუდენტებისა და იმ მომხმარებლების საჭიროებებზე, რომლებიც ბინას საინვესტიციოდ ირჩევენ.
ბინების ფართობი 29.3 კვ.მ-დან იწყება, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი საცხოვრებელი ან საინვესტიციო სივრცე.
პროექტის ლოკაცია
დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდება