პროექტის აღწერა
თეთრი კვადრატი გამრეკელზე - თანამედროვე საცხოვრებელი პროექტია საბურთალოს გულში, სადაც ქალაქის აქტიური ცხოვრება კომფორტულ ყოველდღიურობას ხვდება.
8-სართულიანი პროექტი 41 საცხოვრებელ ბინასა და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს. მისი ცენტრალური მდებარეობა განსაკუთრებულად კომფორტულ გარემოს ქმნის მათთვის, ვინც აფასებს დროის ეფექტურად გამოყენებას და ქალაქის ყველა მნიშვნელოვან წერტილთან მარტივ კავშირს. პროექტთან მოხვედრა შესაძლებელია როგორც გამრეკელის ქუჩიდან, ასევე პეკინის, მიცკევიჩისა და ცინცაძის ქუჩებიდან.
ბინების გეგმარება გათვლილია სხვადასხვა საჭიროებებზე - ახალი ოჯახებისთვის, სტუდენტებისთვის, გასაქირავებლად თუ საინვესტიციოდ.
ეს არის სივრცე, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპს ხარისხიანი გარემოთი და გააზრებული გადაწყვეტებით ხვდება.
პროექტის ცენტრალური მდებარეობა საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წერტილში უზრუნველყოფს სწრაფ და კომფორტულ კავშირს ქალაქის ნებისმიერ მთავარ ბიზნეს, საგანმანათლებლო და კომერციულ ცენტრთან.
შენობის ყველა სართულსა და სადარბაზოში დამონტაჟებულია თანამედროვე სახანძრო დეტექტორები და ხმოვანი სიგნალიზაცია, ხოლო თითოეულ ბინაში, გაზქურის ზონაში, განთავსებულია CO დეტექტორი, რაც მობინადრის ყოველდღიურ უსაფრთხოებას კიდევ უფრო აძლიერებს.
პროექტის ლოკაცია
დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდება