Blog

Category

რა შეცდომებს ვუშვებთ ბინის გეგმარებისას?

29.03.2024

ბინის გეგმარება საკმაოდ საინტერესო, მაგრამ რთული საქმეა. გაგიკვირდებათ და, დიზაინზე მეტად, სწორედ გეგმარება გადაწყვეტს როგორი იქნება ჩვენი ბინა. 

 

ოთახების სწორი გადანაწილებით ქმნით სივრცეს, რომელიც ასახავს თქვენს პიროვნებას, ცხოვრების წესსა და საჭიროებებს. თეთრი კვადრატი გამოცდილი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ სჯობს ბინის მოწყობა სასურველი მიზნების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, ნულიდან იწყებთ ახალი ბინის მოწყობას თუ უკვე არსებულს არემონტებთ, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

 

როგორ განვსაზღვრო ოთახების რაოდენობა ბინაში?

ოთახების გადანაწილებისას ერთი მთავარი ხრიკი უნდა გაითვალისწინოთ – რამდენი ფანჯარაცაა ბინაში, იმდენი დამოუკიდებელი ოთახი გამოგივათ. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს ისეთ ოთახებს, როგორებიცაა საკუჭნაო ან გარდერობი, ვინაიდან მათ ცალკე ფანჯარა არც სჭირდება.

 

სწორედ ამიტომ, გამოდის, რომ მხოლოდ ბინის კვადრატულობა არ წყვეტს ბინაში ოთახების რაოდენობას. მაგალითად, თუკი ბინაში გაქვთ 3 დამოუკიდებელი ფანჯარა და გსურთ გქონდეთ ცალკე სამზარეულო, მაშინ 1 ფანჯარა მისაღებს დაეთმობა, მეორე – საძინებელს, მესამე კი სამზარეულოს. თუკი მიგაჩნიათ, რომ სამზარეულო თავისუფლად შეიძლება გაერთიანდეს მისაღებთან, მაშინ, ცალკე ფანჯრის ხარჯზე, კიდევ ერთი საძინებლის მიღება შეგიძლიათ.


ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად მაღალია ბინის ჭერი. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაღალჭერიანი ბინები ნამდვილად მიმზიდველია, თუმცა არაენერგოეფექტური. შესაბამისად, ასეთი ბინის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ გათბობისა და გაგრილების სისტემებს.

 

თუკი დიდი ბინა გაქვთ, შესაძლოა, რამდენიმე სველი წერტილიც გჭირდებოდეთ. მათი რაოდენობა და ლოკაცია დამოკიდებულია საკომუნიკაციო დგარებზე. შეამოწმეთ, სად და როგორაა დამონტაჟებული სამონტაჟო დგარები და შემდეგ გადაწყვიტეთ თუ სად და როგორ განათავსებთ სააბაზანოსა თუ ტუალეტს.

 

ასევე კარგი იქნება, თუ კონსულტაციას გაივლით არქიტექტორთან ან ინტერიერის დიზაინერთან, რათა სწორად განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები.

თუკი ყველა ამ პირობას წინასწარ გაითვალისწინებთ, შეძლებთ, თქვენი ბინისგან ის მიიღოთ, რაც გსურთ

Order a call