Blog

Category

რა მნიშვნელობა აქვს კომპლექსის მოვლას ბინის შეძენის შემდეგ?

11.02.2024

ბინის შეძენისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შიდა ეზოს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასა და გამწვანებას. თუმცა აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა, როგორ ვინარჩუნებთ ამ ყველაფრის პირველად მდგომარეობას, ვისი პასუხისმგებლობაა საერთო სივრცის მოვლა?

 

ბუნებრივია, ბინა მხოლოდ 4 კედელი არაა, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოც, რომელიც ჩვენს ფართს მოჰყვება. ამიტომაც წინასწარ უნდა დავსვათ ის კითხვები, რომლებიც დაგვეხმარება, სწორი წარმოდგენა შეგვექმნას ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ის დამატებითი ხარჯებიც, რომელიც ამ სერვისებს შეიძლება მოჰყვეს.

 

ის სერვისები, რომელიც ჩვენს სამეზობლოში შეიძლება დაგვჭირდეს, შეიძლება დავყოთ რამდენიმე ძირითად ჯგუფად:

 

სავალდებულო სერვისები - უსაფრთხოება 

 

ბუნებრივია, ბინის ექსპლუატაციისას დეველოპერს ევალება, რომ თავად მოაგვაროს ისეთი ძირითადი სერვისები, როგორებიცაა სახანძრო სისტემა და ლიფტების მომსახურება. მრავალბინიან კომპლექსებში ასევე მნიშვნელოვანია წყლის ტუმბოების არსებობა და ასევე ელექტროენერგიის უწყვეტი წყარო, იგივე გენერატორი, რომელიც დაგვეხმარება, ყველა ეს სერვისი მუდმივად აქტიურად მუშაობდეს,

 

კომფორტი

 

ბუნებრივია, მობინადრეებზეა დამოკიდებული, თუ რა სერვისებს მიანიჭებენ უპირატესობას, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი მოცემულობა - სადარბაზოების დალაგება და ასევე საერთო მოხმარების სივრცეების კომუნალური გადასახადები. კარგი იქნება, თუ დეველოპერული კომპანია წინასწარ მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას ამ პირობების შესახებ.

 

ეზოს იერსახის შენარჩუნება

 

ბუნებრივია, რომ კეთილმოწყობილ ეზოს მუდმივად სჭირდება მოვლა და კონტროლი. შესაბამისად, საჭიროა როგორც დამლაგებლის, ასევე მებაღის სერვისიც, რათა მცენარეები პირვანდელ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ.

 

ფუფუნება

 

ბუნებრივია, ამ ნაწილშიც მობინადრეების სურვილია გადამწყვეტი. შესაძლოა, საჭირო გახდეს დაშვების სისტემებისა და კამერების დამონტაჟება. ასევე, შესაძლებელია საჭირო გახდეს დაცვა, რომელიც გააკონტროლებს შიდა ტერიტორიასა და პარკინგს. თუკი მობინადრეებს ამის სურვილი ექნებათ, შესაძლებელია კონსიერჟის სერვისის გამოყენება.

 

ბუნებრივია, ყველა ამ სერვისს ახლავს დამატებითი ხარჯი, ასევე გვიჩნდება კიდევ ერთი საფიქრალი, რომლის მართვა არც თუ ისე მარტივია. ამიტომაც გირჩევთ, ბინის შეძენისას დასვათ კითხვები ამ სერვისებთან და მათი მართვის ხარჯებთან დაკავშირებით.

 

ბუნებრივია, თეთრი კვადრატი შეძლებს, თავად დააორგანიზოს მსგავსი სერვისების გამართულობა და თავიდან აგარიდოთ ზედმეტი საზრუნავი, დამატებით ინფორმაციას კი კონტრაქტში დეტალურად და გასაგებად აგიხსნით.

Order a call