ყველა პარტნიორი

გოგორა სოციალური საწარმოა, რომელიც საქართველოში ქმნის უსაფრთხო და ეკომეგობრულ საბავშვო ავეჯსა და ინვენტარს. ჩვენი წარმოება კვლევაზე დაფუძნებულია და შეესაბამება ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებს (EN71, EN62115).

ჩვენი პროდუქტები ეფუძნება უსასრულო თამაშების (open-ended play) პრინციპებს, დიზაინს, რომელიც ბავშვს შესაძლებლობას აძლევს ითამაშოს საკუთარი წესებით, გამოიკვლიოს და განავითაროს კრეატიული აზროვნება. ასე თამაში იქცევა განვითარების ბუნებრივ პროცესად, სადაც მენტალური და ფიზიკური უნარები თანაბრად ყალიბდება.

გოგორას საქმიანობის ცენტრში დგას ბავშვი, ოჯახი და გარემო. გვწამს, რომ უკეთესი მომავალი იწყება ბავშვებზე ზრუნვით — და ეს ზრუნვა იწყება მშობლების მხარდაჭერით.

ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ მშობლებსა და აღმზრდელებს ბავშვების პოზიტიურ აღზრდაში და შევქმნათ ჯანსაღი და განმავითარებელი გარემო, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება თავისუფლება, უსაფრთხოება და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

აკაკი წერეთლის 140
+995 577 40 28 90
info@gogoratoys.com

სხვა პარტნიორები

ზარის შეკვეთა