ბლოგი
რა ქმნის სიმყუდროვეს ბინაში?
06.03.2025
რაც არ უნდა ძვირფასი და დიდი ბინა შევიძინოთ, შეიძლება სიმყუდროვე ადვილად მაინც ვერ მოვიპოვოთ.ამ ბლოგში გაგიზიარებთ, რამოდენიმე რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენს ჭერქვეშ მაქსიმალურ კომფორტს და სიმყუდროვეს მივაღწიოთ.
რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბინა არამხოლოდ დიდი და ლამაზი, არამედ მყუდრო და კომფორტულიც იყოს.
არსებობს რამოდენიმე პარამეტრი, რომელიც ქმნის კომფორტული გარემოს მიღწევაში დაგეხმარებათ.
- სახლის განლაგება - პროპორციები, ოთახების ზომები და ჭერის სიმაღლე უმთავრეს როლს თამაშობს ბინაში სიმყუდროვისა და კომფორტის განსაზღვრისთვის
- ხმის იზოლაცია - რამდენად დაცულია ჩვენი სახლი ხმაურისგან და რამდენად კარგი კედლის ხმის იზოლაცია გვაქვს. გარეგანი ხმაურის, მტვერისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არამარტო კედლის ხმის იზოლაციზე, არამედ კარ-ფანჯრის ან ვიტრაჟის მასალაზე. როგორი მინაპაკეტით არის ბინაში დამონტაჟებული თითოეული ფანჯარა? არის თუ არა ჰერმენტულად დახურული და რამდენად დაცულია ის ხმის იზოლაციისგან.
- ავეჯი - ზედმეტად გადატვირთული ავეჯი ან ზედმეტად ცარიელი ოთახები - შესაძლოა გვქონდეს ძალიან ძვირფასი ავეჯი, თუმცა ამან თავი კომფორტულად სულაც არ გვაგრძნობინოს. ანალოგიურად, შეგვიძლია ვთქვათ, ზედმეტად ცარიელ ოთახზეც, რომელმაც შესაძლოა პირიქით, თავი ცივ და არაკომფორტულ გარემოში გვაგრძნობინოს.
- ბუნებრივი განათება - სინათლე, რომელიც ოთახებში შემოდის სიმყუდროვისა და სიმშვიდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
გამწვანება - გამწვანების გარეშე შესაძლოა სახლი ცარიელი, ცივიდა არაკომფორტული გვეჩვენოს. იქნება ეს ხელოვნური გამწვანება თუ ბუნებრივი, ის აუცილებლად შექმნის სიმყუდროვეს თქვენს ბინაში. - პირადი ნივთები - სახლში ჩვენი პირადი გარემო წიგნები, ლამაზი ჭურჭელი, დეკორაციები, ის რაც ჩვენთვის სიმყუდროვისა და კომფორტის მომტანია აუცილებლად შეგვიქმნის ჩვენს ხასიათს და განწყობაზე პირდაპირ აისახება.
საბოლოო ჯამში კი კომფორტულ ბინას თავად ადამიანები ქმნიან. რამდენი ადამიანიცაა იმდენნაირი სახლი არსებობს . ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ირგებს თავის ბინას. თბილი განათება, სიმწვანე, პროპორციები და ბინის სწორი დაგეგმარება კი ზოგადი პარამეტრებია და ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი სიმყუდროვისთვის.