შპს ემტექნიკსი არის Midea Group-ის გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, 2007 წლიდან.
2013 წლიდან კომპანიასაქართველოს ბაზარზე ოპერირებს შპს ემტექნიკსი-ის სახელით და დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერი დისტრიბუტორია ქვეყნის მასშტაბით.
კომპანიას გააჩნია 2 კონცეპტუალური შოურუმი თბილისში, 1 ბათუმში, ასევე არაერთი ფრენჩაიზ მაღაზია ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, ემტექნიკსი მომხმარებელს სთავაზობს ავტორიზებულ სერვის ცენტრსა და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
Midea-სბრენდთან მჭიდრო თანამშრომლობამ დათანამედროვე ბიზნესმოდელის დანერგვამ საქართველოს ბაზარზე, მნიშვნელოვნად განაპირობა ბრენდის ცნობადობის ზრდა.
Midea - მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გაგრილების სისტემებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს დაცვაზე.
ბრენდი დაარსდა 1968 წელს და 57 წლიანი განვითარების შედეგად გადაიქცა საერთაშორისო ტექნოლოგიურ ლიდერად.
ბრენდი აგრძელებს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიაში.
სწორედ ხარისხის, ინოვაციებისა და მდგრადობისადმი ერთგულებამ ბრენდს საშუალება მისცა, 200-ზე მეტ ქვეყანაში გამხდარიყო ცნობილი.