სიახლეები

„თეთრმა კვადრატმა“ ონის N1 სკოლას საჩუქრად ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახი მოუწყო

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ონის N1 საჯარო სკოლას ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახი მოუწყო.

აღნიშნული საჯარო სკოლა, ერთადერთი სკოლაა ონში. მნიშვნელოვანია, რომ ონის N1 სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით მაღალ შეფასებებს იღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებზე.

 „თეთრმა კვადრატმა“ გადაწყვიტა, მაღალმთიან რეგიონში ხელი შეუწყოს  განათლების ხელმისაწვდომობას და იზრუნოს მომავალი თაობის განვითარებაზე და განათლებაზე.

 

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 20 კომპიუტერი, პრინტერები, პროექტორი და სხვა ინვენტარი, რომ სკოლის მოსწავლეებმა მარტივად შეძლონ მათთვის საჭირო ონლაინ რესურსის გაზიარება ყოველდღიურ, სასწავლო პროცესში

28.02.2023
ზარის შეკვეთა