ღონისძიება - „The Power of No” მიზნად ისახავს, როგორც დამწყებ და ახალგაზრდა, ასევე, უკვე შემდგარ პროფესიონალებს გააცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ქალის პროფესიული ბიოგრაფია და დამსწრე საზოგადოება დააფიქროს წინააღმდეგობების გააზრებისა და გადალახვის მათ მაგალითებზე.
არსებობს ფრაზები, რომლებსაც ხშირად ავტომატურად მოსდევს წარუმატებლობის განცდა და ფიქრი. სამიტის სპიკერებმა გაგიზიარეს საკუთარი “არა”-ს ისტორიები, რომლებიც სულ სხვაგვარად განვითარდა. ამ ისტორიებს კი ერთადერთი რამ აერთიანებს: მათ დაბრკოლებები შესაძლებლობებად აქციეს.
ჩვენთვის, „თეთრი კვადრატის“ გუნდისთვის დიდი პატივია ამ სამიტის სპონსორობა და მხარდაჭერა.