25 წელზე მეტია, რაც „ლუტეცია“ მომხმარებელს სთავაზობს დეკორატიული კოსმეტიკისა და პირადი ჰიგიენის საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს, ასევე სუნამოებს. არომატების სამყაროში თითოეული სტუმარი აღმოაჩენს მის ხასიათსა თუ გემოვნებაზე მორგებულ პროდუქტს. „ლუტეცია“ მუდმივად განახლებადი კოლექციით – რომელიც 130-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს – მათ შორის ექსკლუზიური და ნიშური სუნამოებით, დაგეხმარებათ საჩუქარი განსაკუთრებულად აქციოთ, გახდეთ სიხარულისა და სასიამოვნო მოგონების ნაწილი. ამჟამად, „ლუტეციას“ საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალი აქვს.