დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ ვარკეთილში კიდევ 2 ახალ პროექტს იწყებს და ამით კომპანიის პორტფოლიოში, მხოლოდ აღნიშნულ ლოკაციაზე უკვე 5 პროექტი იქნება წარმოდგენილი.
კომპანიის 2 ახალი პროექტი - „თეთრი კვადრატი ვარკეთილში 4” და „თეთრი კვადრატი ვარკეთილში 5” სხვადასხვა ლოკაციაზეა წარმოდგენილი - შუამთის 40 ნომერში და ვარკეთილის III მასივში. აღნიშნული პროექტები პრაქტიკული ადგილმდებარეობით გამოირჩევა, საცხოვრებელი სახლების გარშემო ინფრასტრუქტურა სრულად განვითარებულია, ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ბინები სხვადასხვა საჭიროებებზეა მორგებული: ახალი, დიდი და პატარა ოჯახებისთვის, გასაქირავებლად თუ სტუდენტებისთვის. ახალი კორპუსები 10 სართულიანია, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით.
ინდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა ყველა სტანდარტების დაცვით, იქნება ეს თანამედროვე ლიფტი თუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
შეგახსენებთ, „თეთრ კვადრატი“ არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია. ბიქეი ქონსთრაქშენს, 30 წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე და აქედან 15 წელი - საქართველოში. ბიქეი ქონსთრაქშენი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა სირთულის მრავალი ობიექტი აქვს აშენებული, მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული საკუთარი სამშენებლო კომპანიის არსებობა ჯგუფში ფინანსური სტაბილურობის, მშენებლობის მაღალი ტემპის და მაღალი ხარისხის გარანტია.