სიახლეები

„თეთრ კვადრატსა“ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„თეთრ კვადრატსა“ და SEU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და მნიშვნელოვანი პროექტების მომავალში ერთობლივ განხორციელებას. SEU დაინტერესებულია ტექნოლოგიური და სამეწარმეო ინოვაციების სფეროში ცნობადობის ამაღლებით.
ერთობლივი პროექტების გარდა, დაგეგმილია საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რაც მოიცავს სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას.


„ეს არის უნივერსიტეტი არნახულოი ბაზით, სადაც საოცარი ინფრასტრუქტურაა იმისთვის, რომ გაიზარდონ ნიჭიერი და წარმატებული მომავალი თაობები. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია რომ გვქონდეს ასეთ ბაზასთან წვდომა. შეხვედრაზეც გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის უამრავი საშუალება, სხვადახვა მიმართულებით, როგორ შეიძლებ იყოს წარმატებული კოლაბორაცია ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის კადრების მომზადების და შემდგომ რა თქმა უნდა მათი დასაქმების პერსპექტივით. მადლობა მინდა გადავუხადო სეუს და მის მთელ მენჯემენტს ამ გადმოდგმული ნაბიჯისთვის. ეს არის ჩვენი კომპანიისთვის დიდი  წინგადადგმული ნაბიჯი კოლაბორაციის მიმართულებით უნივერსიტეტთან“ - განაცხადა „თეთრი კვადრატის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

10.12.2025
ზარის შეკვეთა