“თეთრი კვადრატი” წლევანდელი ჰაკათონის მხარდამჭერია.
ღონისძიება, რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდა ინოვატორების, დეველოპერების და მეწარმეების გაერთიანება. 80-მდე მონაწილე საკუთარ იდეებზე 48 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 10 000$ -ს შეადგენდა და ეს თანხა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებზე განაწილდა. წლევანდელ ღონისძიებაზე პირველი ადგილი ერგო გუნდს სახელად „Manifold”. ახალგაზრდებმა შეიმუშავეს პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის საჭირო მონაცემთა დამუშავებას აჩქარებს და აიაფებს.
გუნდებს საკუთარი დავალება შესთავაზა „თეთრმა კვადრატმა“ – „ტოკენიზაცია უძრავი ქონებაში?!“ დეველოპერული სექტორის წამყვანი მოთამაშე დარწმუნებულია, რომ ტოკენიზაცია უძრავი ქონების სფეროში დიდი სარგებლის მომტანი იქნება. “თეთრი კვადრატის” მიერ შეთავაზებული საკითხით რამდენიმე გუნდიც დაინტერესდა, რომლებიც 14 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ამ იდეის გენერირებაზე უწყვეტად მუშაობდნენ.
“თეთრმა კვადრატმა” ჰაკათონის ფარგლებში საკუთარი ფავორიტი გუნდიც გამოავლინა. ახალგაზრდა სტუდენტებმა ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა შექმნეს, რომელიც ბინის შესყიდვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამოწმებს სამშენებლო ეტაპებს.
“ჰაკატონი ეს არის პლატფორმა, სადაც საინტერესო და ახალი იდეების გენერირება ხდება. ამაში ძირითადად დამწყები ახალგაზრდა მეწარმეები არიან ჩართულები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების მხარაჭერა“. - აცხადებს ირაკლი ბურდილაძე.