ბლოგი
თეთრი კვადრატის გათამაშების გამარჯვებული
15.10.2025
ოცნებები ნამდვილად ხდება — მაშინაცკი, როცა არ წარმოგვიდგენია.
ზოგჯერ ცხოვრება სწორედ იმ დროს გვიჩვენებს სასწაულებს, როცა ყველაზე ნაკლებად გვჯერა მათი. ასე დაიწყო “თეთრი კვადრატის” გათამაშების გამარჯვებულის ირინე შერბინას ისტორია. 46 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე ქალის, რომელსაც არც კი წარმოედგინა, რომ “თეთრ კვადრატში” მისი შენაძენი ასეთი იღბლიანი იქნებოდა და გათამაშების გზით საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე 71 კვადრატული მეტრის ბინის მფლობელი გახდებოდა.
“რაც ჩემს თავს გადამხდა მე ამაზე ოცნებაც არ შემეძლო
არ წამომედგინა რომ დღეს შეიძლებოდა ასეთი რაღაც, ჩემნაირი უბრალოდ დაწყებითი მასწავლებლისთვიის, ბინა მომეგო” - ამბობს ირინა შერბინა, რომელიც გამარჯვების ემოციებს ამ დრომდე ვერ მალავს.
თეთრი კვადრატის გათამაშების იღბლიანი გამარჯვებული 27 სექტემბერს გამოვლინდა. გათამაშების წესები საკმაოდ მარტივი იყო. ყველას, ვისაც “თეთრი კვადრატის” ნებისმიერ პროექტში საცხოვრებელი ან კომერციული ფართი ჰქონდა ნაყიდი და ღირებულების მინიმუმ 20% ჰქონდა გადახდილი, გათამაშების ბილეთს იღებდა და გაყიდვების ოფისში სპეციალურ ყუთში ათავსებდა. ყოველი 1000$ ერთ ბილეთს უდრიდა, რაც გამარჯვების საკმაოდ მაღალ და რეალურ შანსს იძლეოდა.
ასე შეიტყო ირინამ გათამაშების შესახებ და ასე გადასცეს მას გაყიდვების ოფისში იღბლიანი ბილეთი. გულწრფელად იხსენებს, რომ გათამაშებაში მონაწილეობის განსაკუთრებული მოტივაცია არ ჰქონია, ეს კი იმიტომ, რომ ამ შედეგის არც კი სჯეროდა.
“ანი ჩვენი მენეჯერი მაძლევს ბილეთებს და მეუბნება ეს შეავსეთ. რომ შევხედეთ თან ისეთი დაღლილები ვიყავით, თან ჩემი დაბადების დღე იყო 26 აგვისტოს როცა ეს ყველაფერი მოგვარდა. ანიმ თქვა ეს შეავსეთო, მე ვუთხარი, ანი არ მჯერა. როგორ უნდა მოვიგო მე ბინა. გეხვეწებითო, ასე მითხრა, გეხვწებით ქალბატონო ირინა შეავსეთო. კარგი შევავსე, ჩავყარე და დამავიწყდა” - იხსენებს ირინე.
უბრალო მცდელობა კი სინამდვილეში მისთვის დაუჯერებელ რეალობად იქცა. შემდეგ კი იყო გამარჯვება, სიხარულის და მადლიერების ცრემლები ერთდროულად და წამი, როდესაც აცნობიერებ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება - მაშინაც კი, როცა არ წარმოგვიდგენია.
ირინე შერბინას ისტორია, არ არის მხოლოდ გამარჯვების ამბავი. დეველოპერული კომპანია “თეთრი კვადრატისთვის” ეს საკუთარ მობინადრეებისთვის, საცხოვრებელი გარემოს შექმნის გარდა, დაუვიწყარი ემოციური გამოცდილებას ჩუქება იყო.