ბლოგი

კატეგორია

როგორ გამოვთვალოთ ბინის რეალური ფართი?

16.03.2024

როგორ გამოვთვალოთ ბინის რეალური ფართი?

ბინის შეძენისას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება მის ფართს. თითქოს, ეს ნაწილი კითხვებს არ უნდა ბადებდეს, თუმცა მაინც, ბევრ მომხმარებელს კარგად არ აცნობენ ფართის გამოთვლის პირობებს და, შესაბამისად, შეიძლება არასწორი მოლოდინებიც გაჩნდეს.

 

ბაზარზე ბინის ფართობს სხვადასხვაგვარი პრინციპით ითვლიან, თუმცა უნდა ითქვას, რომ არსებობს ერთადერთი გამოთვლის პრინციპი, რომელიც სამართლიანი და ლოგიკურია. 

 

ბუნებრივია, სწორედ ამ პრინციპს მისდევს ქალაქის ოფიციალური არქიტექტურის სამსახურიც. ამ პრინციპის მიხედვით, ითვლება მეზობელი მობინადრეების მომიჯნავე ტიხრების შიდა პერიმეტრი - ანუ სრული ფართი, რომელიც ამ პერიმეტრს მიყვება, ამას სხვაგვარად სასარგებლო ფართსაც ვუწოდებთ. ბინის ჯამური ფართობი კი გამოითვლება სასარგებლო ფართისა და აივნის ფართობის შეკრებით.

 

ბუნებრივია, ბინის შიდა ტიხრების გამოთვლის პრინციპი ეფექტური არაა, ვინაიდან ტიხრები შეიძლება შეიცვალოს ბინის გეგმარების ცვლილების პარალელურად.

 

იმისათვის, რომ სწორად გვესმოდეს, რამდენია ჩვენ მიერ შეძენილი რეალური ფართი, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა დავსვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა:

 

  1. როგორ ითვლის კონკრეტული დეველოპერული კომპანია ფართს?
    დავრწმუნდეთ, რომ არ ითვლიან შიდა ტიხრებს ან მზიდ კედლებსაც, ვინაიდან მზიდი კედლები საერთო ფართის ნაწილია.
  2. სად გადის ის კონტური, რომლის მიხედვითაც ითვლება ბინის ფართი?
    ეს დაგვეხმარება, ზუსტად ვიცოდეთ, თუ ზუსტად სად ისაზღვრება ჩვენი პირადი ფართი.
  3. როგორ გამოითვლება აივნის საფასური?
    აივნის საფასურის გამოთვლა მობინადრისა და დეველოპერული კომპანიის შეთანხმების საგანია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე იცოდეთ, რა პირობას გთავაზობენ.

 

 

 

თუკი ამ კითხვებს წინასწარ დავსვამთ, თავიდან ავირიდებთ იმედგაცრუებებს და თან, ზუსტად გვეცოდინება, თუ რეალურად რა ტიპისა და მოცულობის ფართს ვყიდულობთ. 

ზარის შეკვეთა