დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ როგორც კლიენტზე მორგებული, მოქნილი ბრენდი, იპოთეკური სესხის დამატებით წლიურად 3%-ის სუბსიდირებას სთავაზობს ბინის შეძენის მსურველებს.
ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბინის შეძენას საბურთალოზე გეგმავს, „თეთრი კვადრატი“ სთავაზობს მულტიფუნქციურ პროექტში, საბურთალოს გულში, შარტავას ქუჩაზე შეიძინონ ბინა იპოთეკური სესხით და მიიღონ დამატებით წლიურად 3%-ით დასუბსიდირებული სესხის პროცენტი.
„ვეხმიანებით პროგრამას, რომელიც გულისხმობს მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირებას და მათ ჩვენს პროექტში ბინის შეძენის შემთხვევაში დამატებით 3%-ით დავუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს. რაც ნიშნავს, რომ მაგალითად 3 შვილიანი ოჯახის იპოთეკური სესხი ჯამში წლიურად 8%+3% ანუ 11%-ით დასუბსიდირდება და მათ სულ რაღაც წლიურად 1.5%-ში შეეძლებათ სესხის აღება.
იპოთეკური სესხის სუბსიდირების წინა პროგრამა ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა იყო, რომლის ფარგლებში ბანკებმა დაახლოებით 800 მილიონი ლარის იპოთეკური სესხი გასცა შარშან და დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ღირებულების ბინები გაიყიდა. სწორედ ამ პროგრამამ მოგვცა სექტორს შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა ბაზარზე ლიკვიდურობა.
მოხარული ვართ რომ კვლავ იწყება იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა და ჩვენის მხრივ დამატებით სტიმულს ვთავაზობთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც საბურთალოზე განიხილავს ბინის შეძენას.“- აცხადებს ირაკლი ბურდილაძე, „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი.
აღსანიშნავია, რომ „თეთრი კვადრატის“ შეთავაზებით, იპოთეკური სესხის სუბსიდირება 3%, შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ახალი შვილის მომლოდინე და მრავალშვილიანმა ოჯახებმა, ასევე ნებისმიერმა სხვა, ბინის შეძენით დაინტერესებულმა პირებმაც.
„თეთრი კვადრატი“ კლიენტზე მორგებული, მოქნილი ბრენდია, რომლის უკან 11-წლიანი გამოცდილება დგას.
„თეთრი კვადრატი შარტავა“, საბურთალოზე, შარტავას ქუჩა 43-ში მდებარეობს, 2 წუთის სავალზე ჟვანიას მოედნიდან. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ.