Блог

Категория

როგორ შევარჩიოთ დეველოპერული კომპანია?

27.01.2024

უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში წლების განმავლობაში საკმაოდ არასტაბილური და მოულოდნელობებით სავსე იყო. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი ოჯახი დაზარალდა და დარჩა შეძენილი ბინის გარეშე, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია დამატებითი შიშები და დისკომფორტი მომხმარებლების მხრიდან.

 

ბუნებრივია, წარსული გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. რა თქმა უნდა, მყიდველი უნდა დარწმუნდეს პროექტის გამართულობაში და ჰქონდეს გარანტიები, რომლებიც მის სიმშვიდეს უზრუნველყოფს, ამიტომაც, არ მოგერიდოთ დამატებითი კითხვების დასმა. 

 

სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე არ არსებობს ფორმულა, რომელიც 100%-იან გარანტიას მოგვცემს, რომ ჩვენ მიერ შეძენილი ფართი მოსალოდნელ ვადებში ჩაგვბარდება. შფოთვა განსაკუთრებით იმატებს მაშინ, როცა ვყიდულობთ მშენებარე ფართს. ბუნებრივია, უკვე აშენებული ფართი უფრო ძვირი ღირს, შესაბამისად, ეს ფასის სხვაობა სწორედ გარანტიების არარსებობითაა გამოწვეული.

 

იმისათვის, რომ მშვიდად იყოთ და შერჩეულ დეველოპერულ კომპანიასაც თავისუფლად ენდოთ, პირველ რიგში, გადახედეთ მათი გუნდის გამოცდილებას: რამდენი პროექტი შეუსრულებია? როგორ გამოიყურება ეს პროექტები დღეს?

 

თუკი დეველოპერულ კომპანიას გააჩნია საკუთარი სამშენებლო კომპანია, ეს ნიშნავს, რომ მას ბაზარზე ოპერირების გრძელვადიანი ინტერესი აქვს, ამიტომაც ის არ დააყენებს საფრთხის ქვეშ თავის გეგმებსა თუ რეპუტაციას.

 

რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ერთჯერადად ახორციელებენ პროექტებს, აქ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუკი კომპანიას არ აქვს ბაზარზე ოპერირების ხანგრძლივი გეგმა, მას დასაკარგიც ნაკლები აქვს, ვიდრე გამოცდილ კომპანიას. 

 

ყურადღება მიაქციეთ დასრულებულ პროექტებსა და დამატებით მომსახურებასაც. თუკი დეველოპერული კომპანია წლების განმავლობაში ინარჩუნებს გამართულ ინფრასტრუქტურას, ეს ნიშნავს, რომ მათი პრიორიტეტი მართლაც უმაღლესი ხარისხის პროექტების შექმნა და რეპუტაციის შენარჩუნებაა.

თეთრი კვადრატი ყველა ამ გარანტიას მოგაწვდით. აქვე გეტყვით, რომ კომპანიას აქვს სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული მშენებლობების მართვის გამოცდილება, რის შედეგადაც უკვე 3,000-მდე ოჯახმა მიიღო საკუთარი ბინა.

 

როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანია, კარგად დაფიქრდეთ თითოეულ დეტალზე და შეარჩიოთ კომპანია, რომელიც თქვენი სიმშვიდის გარანტია გახდება.

Заказать звонок